28.01.2010 12:12 |
რიონჰესი წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურს. სადგურზე გამოიყენება მდინარე რიონისა და მდინარე ცხენისწყლის საერთო წყალჩამონადენი. სათავე ნაგებობანი განთავსებულია იმ მიდამოებში, სადაც მდინარე რიონი ქ. ქუთაისის საზღვრებში შედის, ხოლო ძალური კვანძი - რკინიგზის სადგურ "რიონის" მახლობელ ტერიტორიაზე. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1933 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 48 (4 ხ 12) მვტ და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 325 მლნკვტსთ. იმყოფება კერძო საკუთრებაში.
|
გამოქვეყნდა 28.01.2010 12:12 |