28.01.2010 12:16 |
შაორ-ტყიბულის ჰესების კასკადის პირველ საფეხურს წარმოადგენს წლიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური _ შაორჰესი. სადგურზე გამოიყენება მდინარე შაორის წყალი. წყალსაცავს ქმნის შაორის ტაფობში, სოფელ ხორგას მიდამოებში აგებული კაშხალი. ძალური კვანძი განთავსებულია ქ. ტყიბულში. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1955 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 38.4 (4 ხ 9.6) მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 114 მილიონი კილოვატსაათი. იმყოფება კერძო საკუთრებაში.
|
გამოქვეყნდა 28.01.2010 12:16 |