28.01.2010 12:30 |
ხრამჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის სადღეღამისო რეგულირების ჰიდროელექტროსადგური _ ხრამჰეს II. სადგურზე გამოიყენება ხრამჰეს I-ის გადამუშავებული წყლის, ხრამჰეს I-ის და ხრამჰეს II-ის კაშხლებს შორის მდ. ხრამის დამატებითი დინების, მდ. ყარაბულახისა მდ. ჭოჭიანის ერთობლივი წყალჩამონადენი. ხრამჰეს II-ის სათავე ნაგებობანი განთავსებულია წალკის ხეობის დასაწყისში, ხოლო ძალური კვანძი აშენებულია მდინარე ხრამის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, მდინარე ყარაბულახის შესართავიდან, წყალაღმა, 2 კმ-ს დაშორებით. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1963 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 110 (2 ხ 55) მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 184 მილიონი კილოვატსაათი. იმყოფება კერძო საკუთრებაში დროებითი მართვის უფლებით.
|
გამოქვეყნდა 28.01.2010 12:31 |