მთავარი ელექტრონული ჟურნალი EOL ნომერი 3, სექტებმერი 2010


E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ცოტა რამ ისტორიის შესახებ. Печать E-mail
31.03.2010 13:31

საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაცია. ინსტიტუტის მოღვაწეობა ითვლის 80 წელზე მეტ პერიოდს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვათ, რომ არა მარტო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში არ იყო დარჩენილი არც ერთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი, რომელთა განხორციელებაში არ მიეღო ინსტიტუტის კოლექტივს მონაწილეობა. ბოლო წლების განმავლობაშიც ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ენერგოსისტემის წინაშე არსებული მეცნიერული პრობლემების გადაწყვეტაში მშენებლობის, ექსპლუატაციის, ენერგოობიექტების რეაბილიტაციის ხაზით.

ეროვნული ენერგეტიკის აკადემიის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაარსდა კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკა", ხოლო მის ბაზაზე კი - სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი "ენერგია". ჟურნალის გამოცემა დაიწყო 1997 წლიდან და მან მოიპოვა დამსახურებული ავტორიტეტი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების სპეციალისტთა შორის. ჟურნალში სისტემატურად განიხილება ქვეყნის ელექტროენერგეტიკის განვითარების აქტუალური საკითხები და მათი გადაწყვეტის გზები.
საინფორმაციო ველის გაფართოების მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ინტერნეტ-ში ელექტრონული რეგიონული ჟურნალის "Energyonline"-ის შექმნის შესახებ, რომლის დანიშნულებაა არა მარტო ხელი შეუწყოს სამეცნიერო დისკუსიის გაშლა, არამედ დაეხმაროს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს პროფესიონალური ცოდნის გაღრმავებასა და ელექტროენერგეტიკის დარგში თვალსაწიერის გაფართოების საქმეში.

ჟურნალში ქვეყნდება ორიგინალური სამეცნიერო სტატიები, სამეცნიერო ხასიათის მიმოხილვები, მოკლე ცნობები, ატომური-და თბოენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, ელექტრონიკის, მექანიკის, ავტომატიკის, საინფორმაციო და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიის დარგებში.

გამოქვეყნდა 29.09.2010 16:35
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.