E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

მიმოხილვითი ნაწილი Печать E-mail
27.09.2010 17:34

1. გარემოს ანტროპოგენული დაბინძურების ბიოინდიკაციის პრობლემის შესახებ

გ.ქაჯაია, მ.მურვანიძე, მ.ლორთქიფანიძე
(საქართველო)

ტკიპები, როგორც ნიადაგის ფაუნის მუდმივი ელემენტები, აქტიურად რეაგირებენ გარემოს ნეგატიურ ცვლილებებზე. საქართველოს ცენტრალური რაიონების დაბინძურებულ  ეკოსისტემებში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ დაბინძურების დონესთან ერთად ნელ-ნელა იცვლება სახეების შემადგენლობა, მათი რაოდენობა, ნიადაგის შრეებში ცალკეული სახეების განაწილება და აკაროიდული (Acaroidea) და ორიბატიდური (Oribatida) ტკიპების დემოგრაფიული მაჩვენებლები. ბუნებრივ ეკოსისტემებში არსებობს ნიადაგში მცხოვრები ტკიპების დიდი მრავალფეროვნება, მათ შორის ჭარბობს ტყის სახეობები. დაბინძურებულ რაიონებში ძირითადად გვხვდება უბიკვისტური სახეობები, რომლებიც ნაკლებ მგრძნობიარენი არიან გარემოს ცვლილებების მიმართ. მათ შეუძლიათ უკიდურეს პირობებში გადარჩენა. ზოგიერთი სახეობისათვის შემოღებული იქნა მნიშვნელობა "მღრღნელის ბუნაგი". გათვალისწინებულია, რომ "მღრღნელის ბუნაგი" აკაროიდული ტკიპებისათვის ასრულებს “თავშესაფრის” როლს, რათა ისინი გაექცნენ ნიადაგის არასასურველ პირობებს.



2. აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკის განვითარების ასპექტები საბაზრო ეკონომიკის პირობებში

ა.ყულიევი
(აზერბაიჯანი)

განიხილება რიგი პრობლემები, რომლებიც ეხება ელექტროენერგეტიკის განვითარებას: ჰენერირებული სიმძლავრეების განვითარების ოპტიმალური და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, სტრუქტურული გარდაქმნების ჩატარება ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ელექტროენერგიის საფასურის მრავალტარიფიანი სისტემის შემუშავება და დანერგვა, ელექტრომოწყობილობათა მოდერნიზაცია, სხვადასხვა საანგარიშო მაჩვენებლების გამოყენება აბონენტების ელექტრომომარაგების საიმედოობის შეფასებისას, ე.წ. "ძაბვის ქვეშ მუშაობის" სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ელექტროენერგეტიკის მოქმედი სტრუქტურების მმართველობის თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემების შექმნა.

გამოქვეყნდა 02.10.2010 19:14
 
© 2023 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.