E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

მიმოხილვითი ნაწილი Печать E-mail
17.03.2011 16:40

გარემოსათვის უსაფრთხო ენტომოპათოგენების  განვითარება ბიოლოგიური  კონტროლისათვის საქართველოში

მ.ბურჯანაძე,  ც.ჩხუბიანიშვილი,  მ.ლორთქიფანიძე
(საქართველო)

წარმოდგენილია ენტომოპათოგენური სოკოებისა (ეპს) და ენტომოპათოგენური ნემატოდების (ეპნ) საფუძველზე ახალი ბიოინსექტიციდების წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოში. მათი გამრავლებისათვის გამოყენებულია ადგილობრივი იაფი სუბსტრატი და მარტივი ტექნოლოგიები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფერმერებისთვის და დაინტერესებული პირებისათვის. ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან და ბიოკონტროლის გაძლიერებას საქართველოში.



საქართველოს ელექტროენერგეტიკა XXI საუკუნის დასაწყისში

დ.ჩომახიძე
(საქართველო)

განხილულია საქართველოში 1990-21010 წწ. ელექტროენერგეტიკის მდგომარეობა. 1990-2000 წწ. განმავლობაში ქვეყანაში აღინიშნებოდა ენერგეტიკული კრიზისი. ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა 2-ჯერ, ხოლო მოხმარება კი - 2,2-ჯერ. ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის დანაჯარგების შედარებით მაღალ კუთრ წონას - საერთო მოხმარების 30-35%. ელექტროსისტემა მუშაობდა არასტანდარტული და ავარიული პარამეტრების პირობებში.

სიტუაცია გაუმჯობესდა 2005 წ. შემდეგ. ელექტროენერგიის წარმოება ყოველწლიურად იზრდებოდა და 2009 წ. მისმა ზრდამ შეადგინა 16,6%. შთამბეჭდავია 2010 წ. ბოლო 8 თვის შედეგები, რაც გამოწვეულია დარგში ჩატარებული რეფორმით, გონიერი ტექნიკურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარებითა და საერთაშორისო თანადგომის ქვეყნების დახხმარებით.

დღეისთვის რეალიზების პროცესშია ჰესების მშენებლობის 20 პროექტი. დაწყებულია რიგი ჰესების, ეგხ-ებისა და ქვესადგურების მშენებლობა. მიმდინარე და პერსპექტიული საინვესტიციო პროექტების განხორციელება ჰქმნის საქართველოს ელექტროენერგეტიკა და ქვეყნის მომავლის შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველს.



სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლი  და უსაფრთხოების რეკომენდაციები ბოლნის-კაზრეთის  რეგიონში

 ზ.სვანიძე, ბ.გოგიჩაშვილი, ზ.ბერიაშვილი 
(საქართველო)

მძიმე ტოქსიკური  ლითონებით  დაჭუჭყიანებული  ნიადაგი  გარკვეულ  გავლენას  ახდენს  სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. იგი დამღუპველად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომი ეძღვნება საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, ბოლნისში და კაზრეთში მოყვანილ ბოსტნეულში ისეთი მძიმე ტოქსიკური ლითონების რაოდენობრივი შემცველობის დადგენას, როგორიცაა: ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, თუთია. ჩატარებულია მონიტორინგი 2009–2010 წწ. ანალიზისათვის გამოყენებულია ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი Analyst–200. ფაქტობრივი  მასალების საფუძველზე დადგენილია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მძიმე  ლითონებს აქტიურად ითვისებს ბადრიჯანი, ნაკლებად - ხახვი.

გამოქვეყნდა 18.03.2011 13:33
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.