E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ენერგეტიკული მშენებლობა Печать E-mail
17.03.2011 16:44

ენგურჰესის კაშხლის ბეტონის ტემპერატურის გამტარობის კოეფიციენტის მრავალწლიან გამოკვლევათა შედეგების ანალიზი

პ.ჭიჭაღუა
(საქართველო)

განხილულია ენგურჰესის კაშხლის ბეტონის ტემპერატურის გამტარობის კოეფიციენტის მნიშვნელობები, მოყვანილი მის ტექნიკურ და მუშა პროექტებში, ბეტონისა და ცემენტის ტექნიკურ პირობებში, ობიექტზე ბეტონის სამუშაოთა წარმოების ტექნიკურ პირობებში, ტექნიკური პროექტის “კაშხლის ტემპერატურული რეჟიმის რეგულირების  ღონისძიებათა კომპლექსი”, განსაზღვრული ექსპერიმენტული გზით საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდრონაგებობათა კვლევის განყოფილებაში ლაბორატორიულ პირობებში და ნატურული დაკვირვების განყოფილებაში ნატურულ პირობებში, მოყვანილი საერთო საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნორმატიულ დოკუმენტებში, ცნობილ წიგნებში.

შედარებითმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ყველა აღნიშნული მონაცემი დამაკმაყოფილებლად ემთხვევა ერთმანეთს.

დასკვნაში მოცემულია რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ რა საზღვრებში შეიძლება მივიღოთ ამ ნაგებობის აღნიშნული თბოტექნიკური მახასიათებლის მნიშვნელობა.



ელექტროსისტემის ნებისმიერ კვანძში ერთდროული სიმეტრიული და არასიმეტრიული მოკლე შერთვების დროს წარმოქმნილი ავარიული დენების ურთიერთდამაკავშირებელი განტოლებები

ნ.თურქია, ვ.ბანცაძე, ვ.ახალაძე
(საქართველო)

მიღებულია ელექტროსისტემის ნებისმიერ კვანძში ერთდროული სიმეტრიული და არასიმეტრიული მოკლე შერთვების (მ.შ.) დროს წარმოშობილი ავარიული დენების Uერთიერთდამაკავშირებელი განტოლებები. ელექტროქსელებში ერთდროულად წარმოქმნილი სიმეტრიული მ.შ.-ების რაოდენობა წარმოდგენილია ქსელში ისეთი ორი იდეალური ტიპის ემძ-ის ჩართვით, რომლებიც ერთმანეთის ტოლია სიდიდით, მაგრამ მიმართულია ურთიერთსაწინააღმდეგოდ.
შედგენილია განტოლებათა სისტემა, რომის ამოხსნა საშუალებას იძლევა მივიღოთ პირდაპირი თანამიმდევრობის დენების მნიშვნელობები დაზიანებების ადგილებში. გაანგარიშებების უნიფიკაციის მიზნით, მ.შ.-ის ყველა სახე განიხილება როგორც ერთფაზიანი მ.შ.-ების ზედდების შედეგი, ხოლო სმფაზიანი მ.შ. კი - როგორც სამი ერთფაზიანი მ.შ.-ის რეჟიმების ზედდება. გაანგარიშებულია ერთდროულად მოქმედი არასიმეტრიული მ.შ.-ების სხვადასხვა კომბინაცია.

გამოქვეყნდა 18.03.2011 13:35
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.