E ISSN 1987 - 8257

კვირა 22 Печать E-mail
23.05.2011 11:41

სარჩევი

1. ლიბიის ნავთობი ბაზარზე არ შემოვა, სანამ ომი არ დასრულდება
2. ქალაქ სიეტლში იგეგმება შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება
3. ახალი შოტლანდიის მთავრობა პირობას დებს 100%-იან განახლებად ელექტროენერგიაზე 2020 წლისათვის
4. დარიალის ჰიდროელექტრსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
5. “ხუდონჰესის” ოპერატორმა კომპანიამ მთავრობას მოსახლეობის განსახლების გეგმა უნდა წარუდგინოს
6. ა.შ.შ. და ჩინეთი  მზად არიან ითანამშრომლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, ასევე არა რეგულარ თევზჭერაზე
7. ატმოსფეროში CO2 მაღალი დონემ შეიძლება გამოიწვიოს ოკეანის ბინადრების (სახეობების) გადაშენება
8. პუბლიკაციები
9. ღონისძიებები

 

 

 

ნავთობი და გაზი


ლიბიის ნავთობი ბაზარზე არ შემოვა, სანამ ომი არ დასრულდება
ლიბიის უდიდესი ნავთობკომპანიის დირექტორმა გაზეთ “Associated Press”-ში განაცხადა, რომ მისი კომპანია ნავთობის წარმოებას არ გაანახლებს მანამ, სანამ ომი არ დასრულდება და, რომ ეს უკანსკნელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგია მწარმოებლისთვის მთელი ქვეყნის მაშტაბით. აბდელჯალი მუჰამედ მაუფმის განცხადებით კომპანია” Arab Gulf Oil”-მა,  რომელიც აწარმოებს  ლიბიაში ნავთობის მეოთხედს,  კერძოდ კი 1.6 მილიონ ბარელს დღეში, შეაჩერა ნავთობის წარმოება მუამარ კადაფის მომხრეების შესაძლო თავდასხმის შიშით. “ყველაფერი დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე. ჩვენ შეგვიძლია ხვალვე გავაგრძელოთ ნავთობის მოპოვება, მაგრამ ამ პირობებში კი ეს შეუძლებელია”. ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველყოთ ჭაბურღილების უსაფრთხოება, რადგან არ ვართ სამხედრო კომპანია” განაცხადა მაუფმა ინტერვიუში.
http://www.msnbc.msn.com/id/43039107/ns/business-oil_and_energy/



განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა

ქალაქ სიეტლში იგეგმება შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება
აშშ-ს ქალაქ სიეტლში დაიწყო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებას კომერციულ შენობებში.
პროგრამის მიზანია 800 კომერციულ შენობაში გაიზომოს და განისაზღვროს შენობის ენერგოეფექტურობა და გაუზიარონ მიღებული შეფასება ქალაქის მართველობას, მყიდველებს და მოიჯარეებს. ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებით, შენობებში ელქტროენერგიის მოხმარება არის 70%, მაშინ როცა შესაძლებელია იყოს 30-50%.
http://www.energyefficiencynews.com/i/4103/



ახალი შოტლანდიის მთავრობა პირობას დებს 100%-იან განახლებად ელექტროენერგიაზე 2020 წლისათვის
ახლად არჩეული შოტლანდიის მთავრობამ პრემიერ მინისტრის ალექს სალმონდის მეთაურობით გაზარდა რეგიონის განახლებადი ელექტროენერგიის მიზანი 80%-დან 100%-მდე 2020 წლისათვის.
სალმონდის განცხადებით შოტლანდია, რომლის განახლებადი ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგია შეადგენს 7 GW-ს,  რაც შესაბამისად აჭარბებს მის შუალედურ მიზანს, კერძოდ კი ელექტროენერგიის 30%-იან მოთხოვნას განახლებადი წყაროებიდან, შეუძლია უფრო სწრაფად გახდეს ევროპის მწვანე ენერგიის/ენერგეტიკის სახლი.
 http://www.energyefficiencynews.com/i/4109/eleqtroenergias




ელექტროენერგეტიკა

დარიალის ჰიდროელექტრსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
19 მაისს, საქართველოს ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კომპანია “დარიალი ენერჯის” შორის, მდინარე თერგზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შპს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა” და შპს “ენერგტრანსის” ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=47693



“ხუდონჰესის” ოპერატორმა კომპანიამ მთავრობას მოსახლეობის განსახლების გეგმა უნდა წარუდგინოს
“ხუდონჰესის” ოპერატორმა ინდურმა კომპანიამ Trans Electrica Ltd-ი ჰესის მშენებლობის ტერიტორიიდან, მთავრობას მოსახლეობის განსახლების გეგმა უნდა წარადგინოს.
როგორც ოთხშაბათს, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, კომპანიამ ახალი სოფლის მშენებლობის გეგმა უნდა დაამუშაოს, რომელიც უკვე არსებულის მიმდებარედ განთავსდება.
მისი თქმით, Trans Electrica Ltd-მა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და წინა საპროექტო სამუშაოებს ივლისში დაიწყებს. თუმცა, 2012 წლის დასაწყისიდან უკვე უშუალოდ ჰესის სამშენებლო სამუშოაები განხორციელდება.
http://minenergy.gov.ge/index.php?m=262&newsid=612



კლიმატის ცვლილება

აშშ და ჩინეთი  მზად არიან ითანამშრომლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და ასევე არალეგალურ თევზჭერაზე
აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ იბრძოლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და მოახდინონ ერთობლივი დაკვირვება სათბური აირების გამოფრქვევაზე ჩინეთში. მოლაპარაკებეზე ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება გაფართოვდეს კონტროლი არა ლეგალურ თევზჭერაზე და ასევე რეგულარული ორმხრივი კონსულტაციების მოწყობაზე თევზის სახეობების კონსერვაციის და ოკეანის მართვის საკითხებზე.
შეთანხმება შედგა აშშ-სა და ჩინეთს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური დიალოგის შეხვედრაზე ვაშინგტონში აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის.
ორმა პრეზიდენტმა პირობა დადო შეიქმნას თანამშრომლობის სტრუქტურა ორ ქვეყანას შორის. “დღეს, ორი ქვეყნის ლიდერის ხედვა გახდა რეალობა” - განაცხადა ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა პრესკონფერეციაზე.
http://www.ens-newswire.com/ens/may2011/2011-05-16-02.html


ატმოსფეროში CO2 მაღალი დონემ შეიძლება გამოიწვიოს ოკეანის ბინადრების (სახეობების) გადაშენება
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სათბური გაზების ემისიების, განსაკუთრებით ნახშირორჟანგის მოხვედრა ატმოსფეროში დაკავშირებულია ადამიანთა საქმიანობასთან. აღნიშნული ემისიები გაიფრქვევა ატმოსფეროში, თუმცა მათი დიდი რაოდენობა შთაინთქმება ოკეანეში. კლევების თანახმად, რომელიც დაიბეჭდა ნაციონალურ სამეცნიერო აკადემიისKჟურნალში, შესწავლილ იქნა ოკეანის ნალექი და აღმოჩნდა, რომ ისტორიულად მაღალი CO2 კონცეტრაცია დაემთხვა ზღვის სახეობების მასიურ გადაშენებას.
http://www.enn.com/wildlife/article/42717




პუბლიკაციები

კლიმატის ცვლილების ატლასი
ავტორი: კრისტინ დო და ტომას ი. დოუნინგი
მესამე გამოცემა
http://www.earthscan.co.uk/?TabId=102582&v=513296




ღონისძიებები
დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკული სამიტი
23 ივნისი 2011
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
http://www.conferencealerts.com/seeconf.mv?q=ca1803xh



“ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის – ენერგო ავტობუსის” პროექტის ფარგლებში ამა წლის 23-37 მაისს ენერგო ავტობუსი სტუმრობს ახალციხის რაიონს. 
Этот e-mail адрес защищен от спам-ботов, для его просмотра у Вас должен быть включен Javascript

გამოქვეყნდა 23.05.2011 11:50
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.