E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

სამშენებლო მენეჯმენტი Печать E-mail
20.01.2015 19:13

სამშენებლო წარმოების მენეჯერი. მშენებლობის მენეჯმენტის ზოგიერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი

ი.კირცხალია
(საქართველო)

მშენებლობის მენეჯმენტი შედგება ოთხ ძირითად კომპონენტისგან: 1) უშუალოდ მშენებლობის მენეჯმენტი; 2) პროექტის მენეჯმენტი; 3) კადრების მართვის მენეჯმენტი;      4) ფინანსური მენეჯმენტი.

მშენებლობის დაწყების აუცილებელი პირობაა კონტრაქტი დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. კონტრაქტს დანართის სახით თან ერთვის ე.წ. ზოგადი პირობები.

სამშენებლო წარმოების მენეჯმენტს საფუძვლად უდევს ე.წ. ხაზობრივი და ფუნქციური პრინციპები. ძირითადია ხაზობრივი პრინციპი. 

მენეჯმენტის ობიექტები დინამიკური სისტემებია, რომლებიც მუდმივ ცვლილებაშია და ითხოვს კორექტირებას.

სამშენებლო წარმოების მენეჯმენტის სისტემაში მიზანმიმართული მოქმედებების გარკვეულ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ ტექნოლოგიური მენეჯმენტი. 

არსებობს მენეჯმენტური მუშაობის სამი ტიპი: 1) სამუშაო, რომლის შემადგენლობაშიც ჭარბობს შესრულება - დაბალი დონის მენეჯმენტი; 2) სამუშაოები, რომლებიც შედგება მართვის და შესრულების ელემენტებისაგან, ძირითადად მცირე კოლექტივების ხელმძღვანელობის დროს - საშუალო დონის მენეჯმენტი; 3) სამუშაო, რომელიც წარმოადგენს მართვის ყველაზე მაღალ საფეხურს - მაღალი დონის მენეჯმენტი.

სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციების (ფირმები, კომპანიები) მუშაობის კოორდინაციის მნიშვნელოვანი ეტაპია სამშენებლო ფინანსური გეგმების და დოკუმენტაციის ოპერატიული დაგეგმვა და წარმოების მიმდინარეობის კონტროლი.

მნიშვნელოვანია აგრეთვე მშენებლობის მართვის დისპეტჩერული სისტემის დაგეგმვა. 


გამოქვეყნდა 21.01.2015 13:03
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.