E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

გარემოს დაცვა Печать E-mail
26.12.2015 04:27

ზედაპირული ტალღების ზეგავლენა დამაბინძურებელი ნივთიერებების გავრცელებაზე ზღვის სანაპირო უბნებში (ზოლში)

შ.გაგოშიძე, ე.ხატიაშვილი
(საქართველო)

წარმოდგენილ ნაშრომში მივიღეთ დამოკიდებულებები, რომლის გამოყენებაც შეიძლება ზღვის სანაპირო ზოლში გავრცელების სიდიდის წინასწარი განსაზღვრისათვის საკანალიზაციო წყლის გამოსასვლელებისა და სარეკრეაციო ზონაში სუფთა ზღვის წყლის  შესასვლელების მშენებლობის მიზნით. მეორე პუნქტში განხილულია კონსერვატიული ნატანის (მინარევის) შემოდინების პრობლემა (წყლის დამაბინძურებელი გასასვლელების პრობლემა)წერტილოვანი წყაროდან ზღვის სანაპიროსაკენ, სადაც გავითვალისწინეთ მდინარის დინება და ტალღების ნაპირზე შეჭრა. მესამე პუნქტი შეეხება დამაბინძურებელი მინარევის გავრცელებას სანაპიროდან (წრფივი  წყარო) ზღვისკენ, სადაც მოთავსებულია სუფთა წყლის შესასვლელი. მეორე პუნქტში განხილული პირველი პრობლემისაგან განსხვავებით, მოცემულ პრობლემაში დიფუზიური ტურბულენტობის კოეფიციენტი განისაზღვრება ქარით გამოწვეული გრძივი სანაპირო ტალღებისა და დინებების გათვალისწინებით. ბოლოს შემოთავაზებულია ნატანის (მინარევის) კონცენტრაციის გავრცელების შედეგები, რომლებიც ასახულია ციფრებში და გაანგარიშებულია ზღვის სუფთა წყლის შესასვლელის კონსტრუქციისათვის მიღებული დამოკიდებულებებით, რომელიც შეიქმნა საქართველოს შავის ზრვის სანაპიროს ერთერთი კურორტისათვის.




ფოთის პორტსა და საქართველოს შავიზღვისპირეთის მიმდებარე რეგიონებში ზღვისწყლის ხარისხის, გეომორფოლოგიური და ჰიდროსაინჟინრო პრობლემების საბაზისო მონაცემების მოპოვებისა და შესწავლის მოკლე მიმოხილვა

შ.გაგოშიძე, მ.ლორთქიფანიძე, ე.ხატიაშვილი, ი.საღინაძე
(საქართველო)

მიმოხილულია ევროკავშირის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “Integrated Coastal Monitoring of Environmental Problems in the Sea Region and the Ways of their Solution” ფარგლებში ქართველი პარტნიორების მიერ 2013–2015 წლებში გაწეული საძიებო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შედეგები. წარმოდგენილია ფოთის პორტსა და საქართველოს შავიზღვისპირეთის მიმდებარე რეგიონებში მოპოვებული და შეფასებული ზღვისწყლის დაბინძურების მაჩვენებლები. ამავე რეგიონებისთვის (ანაკლიის ნაპირის ჩათვლით) დასახულია გეომორფოლოგიური და ჰიდროსაინჟინრო პრობლემების გადაჭრის გზები. მიმოხილულია ქართველ პარტნიორთა მიერ პროექტში დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად შემუშავებული მათემატიკური მოდელები.

 

 

გამოქვეყნდა 26.12.2015 13:23
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.