E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ჰიდროენერგეტიკა Печать E-mail
26.12.2015 04:37

ენერგიის კარგვის შესახებ სადაწნეო წყალსატარებში

გ.გიგიბერია
(საქართველო)

საერთაშორისო საინჟინრო პრაქტიკაში მიღებული საანგარიშო მეთოდიკის თანახმად, წყალსატარებში განვითარებული ტურბულენტური დინების პირობებში ჰიდრავლიკური ენერგია მცირდება დიამეტრის გაზრდისას.

აღნიშნული დებულების საწინააღმდეგოდ ენგურჰესის სადერივაციო გვირაბში 2010...2013 წწ. შესრულებული გამოკვლევის შედეგად, ირკვევა, რომ ენერგიის (დაწნევის) დაკარგვის რეალური მნიშვნელობები დიამეტრის გაზრდისას არსებითად აღემატება ოფიციალური მეთოდიკით განსაზღვრულს.

დადგენილი შეუსაბამობა უნდა აიხსნას როგორც თეორიაში მიღებულ დაშვებათა არაადეკვატურობით, ასევე ანგარიშში შემავალი ექსპერიმენტული კოეფიციენტის მნიშვნელობათა დადგენისას შეზღუდული ლაბორატორიული საშუალებებით მიღებული მონაცემების გამოყენების შედეგად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რეალური კანონზომიერების დასადგენად აუცილებელ საჭიროებად მოიაზრება განსახილველი საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, რაც ნათელს მოფენდა დინების ფიზიკურ ბუნებას და მოგვცემდა საკითხის რეალისტური საფუძვლით გადაწყვეტის საშუალებას.

მიზნის მისაღწევად მიზანშეწონილად გვესახება მასშტაბური გამოკვლევის ჩატარება წყალსატარების დიამეტრების ფართო სპექტრისათვის, ნატურული ექსპერიმენტების გამოყენებით, თანამედროვე, მაღალი სიზუსტის გამზომი აპარატურის მეშვეობით.

ამგვარად, რეალისტური ბაზის საფუძველზე მიღებული შედეგები საშუალებას მოგცემს ჰიდროენერგეტიკული მიმართულების არაერთი პრობლემური საკითხის ოპტიმალური ასპექტით გასადაწყვეტად.


გამოქვეყნდა 29.12.2015 05:30
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.