E ISSN 1987 - 8257

თბოენერგეტიკა Печать E-mail
26.12.2019 14:33

თერმოელექტრული ბატარეის ელექტროსაიზოლაციო კვანძი დამზადებული AlN კერამიკის ფუძეზე

კ.ბარბაქაძე, გ.ბოკუჩავა, ზ.ისაკაძე, ა.კუცია, ი.ტაბატაძე, მ.ბარბაქაძე,
მ.რეხვიაშვილი
(საქართველო)

გრაფიტისა და AlN კერამიკის გამოყენებით შექმნილია SiGe შენადნობების ფუძეზე დამზადებული თერმოელექტრული ბატარეის ელექტროსაიზოლაციო კვანძი. ორივე მათგანს აქვს მაღალი სითბური გამტარებლობა და ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში თერმომექანიკურად შეთავსებულია SiGe შენადნობებთან. ელექტრო-საიზოლაციო კვანძის შექმნისას გამოყენებულ იქნა ვაკუუმური მირჩილვა Ti-Cu შენადნობით და დიფუზიური შედუღება. ჩატარდა მიღებული კონტაქტების მეტალო-გრაფიული და მექანიკური შესწავლა. დადგენილია შექმნილი ელექტროსაიზოლაციო კვანძის სამუშაო პირობები.

გამოქვეყნდა 26.12.2019 14:35
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.