E ISSN 1987 - 8257

ინტერნეტ-ეკონომიკა Печать E-mail
26.12.2019 14:35

ციფრული ეკონომიკა და მისი მახასიათებლები

ლ.ხუნცარია
(საქართველო)

მსოფლიოში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი იქცა ციფრული ეკონომიკის, ციფრულ ჩამოყალიბებას და შემდგომში მისი სწრაფი განვითარების საწყისად. ციფრული ეკონომიკას აგრეთვე უწოდებენ ინტერნეტ-ეკონომიკას, ახალ ეკონომიკას ან ვებ-ეკონომიკას. ციფრული ტრანსფორმაცია ვითარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. დაჩქარებული საინფორმაციო კომუნიკაციები, საგნების ინტერნეტის განვითარება, გაზრდილი მონაცემთა ნაკადები ეყრდნობა მუდმივ ინვესტირებას საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში. წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღწერენ, თუ როგორი გლობალური და ინტენსიური ხდება კონკურენციის პროცესი ციფრული ეკონომიკის შედეგად. 

ახალი ეკონომიკური ერა პრობლემურ მიმართულებებსაც მოიცავს, როგორიცაა: ციფრული უთანასწორობა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ორგანიზაციასა და ადამიანებს შორის ნდობის საკითხები,  ლინგვისტური ხასიათის ბარიერები, სოციალური თუ კულტურული განსხვავებებით გამოწვეული გაუგებრობები და ა.შ.

გამოქვეყნდა 26.12.2019 14:52
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.