E ISSN 1987 - 8257

ელექტროენერგეტიკა Печать E-mail
16.02.2021 14:03

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ძირითადი გამოწვევები

მ. მაჭავარიანი
საქართველო

„ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმის ხელმოწერით საქართველომ ენერგეტიკული ბაზრების ტრანსფორმაციის ვალდებულება აიღო. დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების შესახებ ოქმი ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკული ბაზრების სავალდებულო ცვლილებებს ე.წ მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპიმენტაციის გზით.  საქართველოს ენერგეტიკულმა ბაზარმა უნდა გაიაროს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია რათა დღეს არსებული მოდელიდან მივიდეს სრულად კომპეტენტურ და ლიბერალიზებულ ბაზრამდე, აღნიშნული ცვლილებებისთვის პროტოკოლი საბოლოო ვადად 2020 წლის პირველ იანვარს ადგენდა.

განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი ყველა იმ გამოწვევით რომლის წინაშეც ის დგას. აღწერილია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჯერ კიდევ მოქმედი მოდელი, რომელიც გადის მნიშვნელოვან რეფორმებს ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. სტატია ეხება და აანალიზებს ისეთ გამოწვევბს როგორებიცაა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ე.წ PPA-ები, რომლებიც შემოღებულ იქნა როგორც განახლებადი ენერგიის წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმი, ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის, რომლის საფასურის გადახდაც არ ხდება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სხვ.

 

გამოქვეყნდა 16.02.2021 14:10
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.