E ISSN 1987 - 8257

სამშენებლო მექანიკა Печать E-mail
02.03.2022 13:39

მსხვილი ბლოკების კომბინირებული მეთოდის დამუშავების აქტუალობის, მიზნის, კვლევის საგნისა და სხვა საკითხების შესახებ

ა.ჭრელაშვილი
საქართველო

სტატია ეხება მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკაში ახალი კომბინირებული საანგარიშო მეთოდის "მსხვილი ბლოკების კომბინირებული მეთოდის" დამუშავებას. წინამდებარე ნამუშევარში განხილულია აღნიშნული მეთოდის დამუშავების აქტუალობის, მიზნის, კვლევის საგნისა და სხვა საკითხების შესახებ ავტორის მოსაზრებები.

აღნიშნული მეთოდი ძირითადად გამოყენებული იქნება ძალიან რთული სტრუქტურის მქონე ობიექტების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის შესასწავლად. იგი ეყრდნობა სასრული ელემენტების რიცხვითი მეთოდისა და მსხვილი ბლოკების ანალიზური მეთოდის გამოყენებებს. ასეთი მეთოდი ეფექტური იქნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამოსაკვლევი ობიექტის ნაწილი შეიძლება განხილულ იქნეს მარტივი და რთული სტრუქტურის მქონე ელემენტების სახით, სადაც გამოყენებული იქნება მსხვილი ბლოკების ანალიზური მეთოდი, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი - როგორც ძალიან რთული სტრუქტურის მქონე სივრცე, რომელშიც გამოყენებული იქნება სასრული ელემენტების რიცხვითი მეთოდი. ამასთან ერთად, უნდა შესრულებულ იქნას ის საკონტაქტო პირობები, რომლებიც საჭიროა განსახილველი ობიექტის აღნიშნული ნაწილების ერთდროული მუშაობის უზრუნველსაყოფად.  

განხილულია ის საკითხები, რომლებიც უპირატესობას აძლევენ მსხვილი ბლოკების კომბინირებულ მეთოდს, სასრული ელემენტების რიცხვით მეთოდთან და მსხვილი ბლოკების ანალიზურ მეთოდთან შედარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის საკითხი, რომელიც ეხება რთული სტრუქტურის მქონე ობიექტების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის შედეგების დაზუსტებას ახალი საანგარიშო მეთოდის გამოყენებით.

 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.