E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

საინფორმაციო ტექნოლოგიები Печать E-mail
21.12.2022 19:32

კვლევა SCADA სისტემის შესახებ

ნ.ჯაიანი
საქართველო

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით ხალხი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ავტომატურ ტექნოლოგიაზე ზოგიერთ ინდუსტრიაში, როგორიცაა ნავთობი, ელექტროენერგია და ქიმია. როგორც ახალი ტექნოლოგია, საზედამხედველო კონტროლი და მონაცემთა შეგროვება (SCADA) უზრუნველყოფს ენერგიის მართვის სისტემების (EMS) და განაწილების მართვის სისტემების (DMS) ძირითად ფუნქციონირებას საბაზო სისტემის სერვისებთან, მონაცემთა ინჟინერიის სისტემასთან, მომხმარებლის ინტერფეისთან და წინა ნაწილთან ერთად.

სივრცითი მონაცემების კარტოგრაფიული პლატფორმის კონცეფცია

ლ.ნაცვლიშვილი
საქართველო

თანამედროვე სამეცნიერო კვლევები სულ უფრო მეტად ეყრდნობა გეოინფორმაციულ სისტემებს და სივრცით  მონაცემებს. თუმცა, მკვლევრების მიერ შექმნილი გეოსივრცითი  მონაცემები ხშირ შემთხვევაში რჩება ინსტიტუციურ ჩაკეტილობაში - არ ინახება სათანადოდ, არ ექვემდებარება გაზიარებას და ხელმიუწვდომელია სხვა მკვლევრებისა თუ სტუდენტებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც სივრცითი მონაცემების სისტემატიზაციისა და გაზიარების კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

პრობლემიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ, ნაშრომის ფარგლებში ტვენტეს უნივერსიტეტის SDIlight  მიდგომის გათვალისწინებით შეგვექმნა ღია წყაროს  პროგრამებზე დაფუძნებული  სივრცითი მონაცემების კარტოგრაფიული პლატფორმა. 

გამოქვეყნდა 19.08.2026 15:07
 
© 2026 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.