E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

სამშენებლო მექანიკა Печать E-mail
21.12.2022 19:36

თვლისა და რელსის მოხახუნე ზედაპირების დაზიანება და რელსების ტალღური ცვეთა

გ.თუმანიშვილი, თ.ნადირაძე, რ.ბიწაძე, გიორგი თუმანიშვილი, ბ.დიდებაშვილი
საქართველო

თვლისა და რელსისათვის დამახასიათებელი გორვა-სრიალის მოვლენები რელსების ტალღური ცვეთისაკენ მიდრეკილებას განაპირობებს. რელსების ტალღური ცვეთის შესახებ მრავალი სამეცნიერო შრომაა ცნობილი, მაგრამ ამ მოვლენის ზოგიერთი ასპექტი ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი არ არის.

კვლევებმა გვიჩვენა მესამე სხეულის მაღალი მგრძნობიარობა სრიალის სიჩქარის მიმართ, რის გამოც მძიმედ დატვირთულ მოხახუნე ზედაპირებზე (როგორიცაა თვალი და რელსი) ხშირად მესამე სხეულის რღვევას აქვს ადგილი.

გამოვლინდა კონტაქტის ზონაში ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა სახის დაზიანების (ჩაჭდევა, პლასტიკური დეფორმაციები, დაღლილობითი დაზიანება) მაღალი მგრძნობიარობა მესამე სხეულის რღვევის ხარისხის მიმართ.

კვლევებმა გვიჩვენა, რომ რელსების ტალღური ცვეთის აუცილებელი პირობაა თვლისა და რელსის მოხახუნე ზედაპირების პერიოდული გასრიალების გამო უშუალო კონტაქტის ადგილებში მესამე სხეულის რღვევა და შეჭიდულობა. მესამე სხეულის რღვევის დასაწყისი და რღვევის ხარისხი დგინდებოდა ლაბორატორიულ პირობებში. თვლის რელსზე პერიოდული სრიალის წყაროდ განიხილება წყვილთვალის მოძრაობა ლიანდაგის მრუდ მონაკვეთზე, თვლების სიმრგვალიდან გადახრა და წყვილთვალის თვლების განსხვავებული დიამეტრები.

გამოქვეყნდა 21.12.2022 19:38
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.