ხრამჰეს II Печать
28.01.2010 12:30

ხრამჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის სადღეღამისო რეგულირების ჰიდროელექტროსადგური _ ხრამჰეს II.  სადგურზე გამოიყენება ხრამჰეს I-ის გადამუშავებული წყლის, ხრამჰეს I-ის და ხრამჰეს II-ის კაშხლებს შორის მდ. ხრამის დამატებითი დინების, მდ. ყარაბულახისა მდ. ჭოჭიანის ერთობლივი წყალჩამონადენი.   ხრამჰეს II-ის  სათავე ნაგებობანი განთავსებულია წალკის ხეობის დასაწყისში, ხოლო  ძალური კვანძი აშენებულია  მდინარე ხრამის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, მდინარე ყარაბულახის შესართავიდან, წყალაღმა, 2 კმ- დაშორებით.

 

სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1963 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 110 (2 55) მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 184 მილიონი კილოვატსაათი.

 

იმყოფება კერძო საკუთრებაში დროებითი მართვის უფლებით.

გამოქვეყნდა 28.01.2010 12:31