ინოვაციები Печать
29.03.2011 11:16

საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოპტიმალური საინვესტიციო პორტფელის შერჩევა

დ.ჯაფარიძე, ზ.გაჩეჩილაძე, თ.მაღრაძე
(საქართველო)

საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და წარმოების საშუალოვადიანი საპროგნოზოპარამეტრების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დეფიციტური ელექტროენერგიის საპროგნოზო მაჩვენებლები და ნაჩვენებია შერჩეული ოპტიმალური საინვესტიციო პორტფელით განსაზღვრული ელექტროსადგურების დადგენილ ვადებში ექსპლუატაციაში შეყვანის შედეგად მიღებული ელექტროენერგიის წარმოების მატების საშუალებით დეფიციტის შემცირების გზები.

ელექტროენერგიის წარმოებით საქართველოს ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფილების ადგილობრივი შესაძლებლობების გასაზრდელად შემუშავებულია საშუალოვადიანი პერიოდში საქართველოს ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოპტიმალური საინვესტიციო პორტფელის შერჩევის მეთოდიკა, რის საფუძველზეც შერჩეულია საქართველოს ენერგეტიკაში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ოპტიმალური პორტფელი.

 


პლაზმური ღუმელების ახალი ტიპი

ა.ფრანგიშვილი, ზ.გასიტაშვილი, მ.გელენიძე, გ.გოგია, დ. გელენიძე
(საქართველო)

ელექტრორკალურ ღუმელებს მეტალურგიაში უჭირავთ დომინანტური მდგომარეობა. ელექტრორკალურ ღუმელებში ძირითად პრობლემას წარმოადგენს მაღალი ტემპერატურების მიღება. მაღალი ტემპერატურები აჩქარებს აღდგენით პროცესებს (დესილიკაცია, დეფოსფორიზაცია და ა. შ.). შედეგად ამისა მცირდება ლითონის გამოდნობის დრო, ელექტროენერგიის ხარჯი და უმჯობესდება ხარისხი. ტემპერატურის ამაღლებით იზრდება აგრეთვე ნახშირბადის აქტივობა ჟანგბადის მიმართ და შესაძლებელი ხდება ნებისმიერი Lლითონის აღდგენა მათი ოქსიდებიდან. აქამდე მაღალ ტემპერატურებს იღებენ მხოლოდ პლაზმურ ღუმელებში. მაგრამ არსებული პლაზმური ღუმელები იმდენად რთულია და ეკონომიკურად წამგებიანი, რომ მათ იყენებენ მხოლოდ ისეთი ლითონების მისაღებად, რომელთა მიღება სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ დამუშავებული, დამზადებული და გამოკვლეული გვაქვს პლაზმური ღუმელის ლაბორატორიული ნიმუში, რომელიც უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი ელექტრორკალური ღუმელი და უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი პლაზმური ღუმელი. ამდენად, მისი გამოყენება მომგებიანია ნებისმიერი მეტალურგიული პროცესის საწარმოებლად.



დუღილის თბოგადაცემის მულტიფაქტორინგის ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგები

ი.შეყრილაძე, ჯ.რუსიშვილი, გ.გიგინეიშვილი, დ.შეყრილაძე
(საქართველო)

აღწერილია დუღილის თბოგადაცემის მულტიფაქტორინგის გამოსაკვლევი ექსპერიმენტული სტენდი და ცდების ჩატარების მეთოდიკა. Mმოყვანილია ვერტიკალური ცილინდრის სპილენძისა და უჟანგავი ფოლადის ტორსულ ზედაპირებზე, სიმძიმის ველში მისი ვერტიკალურად ზემოთ და ვერტიკალურად ქვემოთ ორიენტირების პირობებში, გაჯერებული და გადაცივებული ბენზოლის დუღილის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. წარმოდგენილია აგრეთვე თბოგაცემის ექსპერიმენტული მონაცემები ჰექსანის დუღილის დროს, ქვემო მიმართულების  მიმართ ხურების ზედაპირის გადახრის სხვადასხვა კუთხის შემთხვევაში.

გამოქვეყნდა 24.06.2011 07:32