მასალათმცოდნეობა Печать
17.03.2011 16:46

კონსტრუქციული მასალების ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესწავლა ზედაპირულად აქტიურ გარემოში

მ.ლორთქიფანიძე
(საქართველო)

ნაშრომში განხილულია ზედაპირულად-აქტიურ გარემოში (ზაგ) მოთავსებული კონსტრუქციული მასალების (ძირითადად ბეტონის) დეფორმაციების განვითარების კინეტიკის თავისებურებების შესწავლა. ჩვენს მიერ აღმოჩენილია ახალი მოვლენა, იგი მდგომარეობს იმაში, რომ მყარ ტანს, რომელიც მოთავსებულია ამ ნივთიერების მიმართ ზედაპირულად-აქტიურ გარემოში, აქვს გარე ძაბვის შედეგად გამოწვეული დეფორმაციის განვითარების დამახასიათებელი თავისებურება - შექცევადი არაწრფივი დეფორმაციის (შად) სტადია. ასეთი სახის კვლევები აუცილებელია (მომავალი გამოყენებითი კვლევის სტადიაზე) ამ მასალების საექსპლუატაციო მახასიათებლების გასაუმჯობესებლად.

აღსანიშნავია, რომ ზედაპირულად აქტიურ გარემოში სხვადასხვა შედგენილობისა და სტრუქტურის მასალების (ბეტონის, ტუფი, სილიკატური მინა, ორგანული მინა, თაბაშირი, რეზინა, ფოლადი, ნაფტალინი) შექცევადი არაწრფივი დეფორმაციების (შექცევადი ცოცვადობა) კვლევამ გვიჩვენა, რომ აღნიშნულ მოვლენას აქვს საერთო ხასიათი და წარმოადგენს რებინდერის ეფექტის გამოვლენის ახალ ფორმას, რომლის ინიფიცირება ხდება ზაგ-ს მიერ მასალის ზედაპირსა და მოცულობაში არსებულ მიკრობზარებში, რომლებიც შექცევადად იცვლიან თავიანთ ზომებს გარე ძაბვის მოქმედების შედეგად.

მყარი ტანის შექცევადი ცოცვადობის მოვლენა წარმოადგენს უნიკალურ ინსტრუმენტს დაძაბულ მასალებში ზედაპირულად აქტიურ გარემოს მოქმედების შედეგად კრიტიკულამდე ბზარის წარმოქმნისა და განვითარების კვლევისათვის.



TI-8NI-CR სისტემის შენადნობთა კოროზიამედეგი ნანოკრისტალური დანაფარები

მ.მიქაბერიძე, დ.რამაზაშვილი, ლ.ახვლედიანი, ე.გოზალიშვილი, ვ.ღარიბაშვილი,ზ.მირიჯანაშვილი, ვ.გაბუნია

(საქართველო)

მიღებულია Ti-8Ni-(1-3)Cr შენადნობთა ნანოკრისტალური დანაფარები ტიტანის კომერციულ შენადნობთა ნიმუშების ზედაპირის ელექტრონაპერწკლური ლეგირებით. ელექტროდებად გამოყენებული იყო ერთ შემთხვევაში შენადნობთა სხმული ნიმუშები, ხოლო მეორეში ფხვნილების მექანიკური ლეგირებით, ცივი წნეხით და მაღალტემპერატურული შეცხობით მიღებული კომპაქტური ელექტროდები. ნანოკრისტალური დანაფარები საგრძნობლად აუმჯობესებენ ფუძის თვისებებს, ცვეთამედეგობას, კოროზიულ მდგრადობას და მრავალჯერადი მოხმარების სამედიცინო ინსტრუმენტებისათვის არიან რეკომენდებული.

 

გამოქვეყნდა 24.06.2011 07:31