მასალათა გამძლეობა Печать
02.03.2022 13:23

მატარებლის თვლის გორვის წინაღობის შემცირება თვლისა და რელსის კონტაქტის ზონის ტრიბოლოგიური თვისებების სრულყოფით

გ. თუმანიშვილი, თ.ნადირაძე, გიორგი თუმანიშვილი, ს.ბიწაძე, მ.ცოცხალაშვილი
საქართველო

თვლებისა და რელსების მოხახუნეზე და პირების სრულყოფა, თვლების გორვის წინაღობის და მატარებლის მიერ მოხმარებული ენერგიის და ცვეთის ინტენსივობის შემცირება მიიღწევა ამ ზედაპირების განცალკევებით სათანადო ტრიბოლოგიური თვისებების მესამე სხეულით. ჩვენს მიერ დამუშავდა ეკოლოგიური ხახუნის მოდიფიკატორები თვლებისა და რელსების მიმმართველი და გორვის ზედაპირებისათვის. კონტაქტის ზონაში მესამე სხეულის არსებობა დგინდებოდა ექსპერიმენტულად ხახუნის მომენტის და ხმაურის ცვლილებით. გამოვლინდა ნეგატიური, ნეიტრალური და პოზიტიური ხახუნის, მსუბუქი, მძიმე და კატასტროფული ცვეთის და ზედაპირების დაზიანების შესაბამისი სახეების ხვადასხვა ფარდობითი სრიალის პირობებში.

გამოქვეყნდა 02.03.2022 13:27