E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ენერგოეფექტურობა Печать E-mail
17.03.2011 16:36

სხვადასხვა საწვავის ეკოლოგიური შეფასება სათბურის ეფექტის თვალსაზრისით

კ.ქოქიაური,  ბ.ქოქიაური,  შ.მესტვირიშვილი
(საქართველო)

შეფასებულია სხვადასხვა საწვავის სრული დაწვის დროს გამოყოფილი  სათბურის გაზის რაოდენობა მიღებულ თბურ ენერგიასთან მიმართებით. აღნიშნული სიდიდეები შედარებულია ერთმანეთთან და მოცემულია გრაფიკის სახით. აგრეთვე განხილულია მეთანის, როგორც ავტომობილის საწვავის, უპირატესობა ბენზინთან შედარებით. ასევე მოცემულია ბუნებრივ გაზზე მომუშავე მანქანის გამოცდის  შედეგები.




ელექტროქსელების დამყარებული რეჟიმების კომპიუტერული მოდელირება

ნ.თურქია,  თ.ბახტაძე,  ვ.ახალაძე
(საქართველო)

წარმოდგენილია ერთიანი მათემატიკური მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა მოვახდინოთ დამყარებული ნორმალური და ავარიული რეჟიმების კომპიუტერული მოდელირება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებში.

ნორმალური და ავარიული რეჟიმების აქტიური პარამეტრების განსაზღვრის ორივე ამოცანა ეფუძნება ერთსა და იმავე განტოლებებს, მაგრამ თვისობრივად მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნორმალური რეჟიმის პარამეტრების განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის ხარისხს. ამიტომ ნებისმიერი ამონახსნი არ არის დამაკმაყოფილებელიEდა აუცილებელია ამოხსნის პროცესზე ზემოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილ მოდელში. შემოთავაზებული განტოლებების საფუძველზე, სიმეტრიულ მდგენელთა მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია ალგორითმის დამუშავება ნებისმიერი სახის არასიმეტრიული ავარიული რეჟიმის გასაანგარიშებლად.

გამოქვეყნდა 24.06.2011 07:29
 
© 2022 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.