E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ენერგეტიკული მშენებლობა Печать E-mail
17.03.2011 16:44

ზოგადი მოხაზულობის თაღოვანი კაშხლების სიმტკიცეზე ანგარიში და მათი მოცულობის ოპტიმიზაცია კომბინირებული რიცხვითი მეთოდით

ზ.გედენიძე, თ.კვიციანი
(საქართველო)

მოცემულია თაღოვანი კაშხლების ოპტიმალური დაპროექტების საკითხები, როდესაც მოცემული შუა ზედაპირის გეომეტრიის პირობებში განისაზღვრება კაშხლის საანგარიშო კვეთებში სისქეები, რომლებიც უზრუნველყოფს კაშხლის ტოლწინაღობას, ანუ კაშხლის ტანის მინიმალურ მოცულობას. გადამწყვეტ განტოლებათა სისტემა წარმოდგენილია 5 წონასწორობის განტოლებით, 3 დეფორმაციათა სიჩქარის უწყვეტობის პირობითა და 1 რთული დაძაბული მდგომარეობის სიმტკიცის პირობით. სისტემის ამოხსნის შედეგად ცალსახად განისაზღვრება 8 შინაგანი ძალოვანი ფაქტორი და ოპტიმალური სისქე. საკონტაქტო სიბრტყეზე “კაშხალი _ ფუძე” ძალვები განისაზღვრება სასრული ელემენტების მეთოდით.



ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ოპტიმალური გზის შერჩევა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით

ნ.კოდუა
(საქართველო)

განიხილება ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ოპტიმალური გზის შერჩევის საკითხი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით. ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ელექტროენერგიის წარმოების თანამედროვე დონის შესაბამისად განხილულია წარმოების ზრდის ავტორის მიერ შემოთავაზებული წინადადება - დატვირთვის გრაფიკებზე წარმოშობილი დეფიციტების პრინციპის გამოყენება. თითოეულმა რესპუბლიკამ დატვირთვის გრაფიკი ისეთი ტიპის ელექტროსადგურით უნდა დაფაროს, რომლის დროსაც ელექტროენერგიის საშუალოშეწონილი ღირებულება იქნას მინიმალური. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია გარანტირებული იქნას მეზობელი რესპუბლიკების სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.



რეაქტიული სიმძლავრის უბალანსობა და გარდამავალი პროცესების მიმდინარეობის ანალიზი

მ.მახარაძე
(საქართველო)

გაანალიზებულია სისტემათაშორისო ხაზის ავარიული ამორთვისას სიმძლავრის მიმღებ სისტემაში აქტიური სიმძლავრის მოსალოდნელი დეფიციტის წარმოქმნის ფარგლები იმპორტირებულ სიმძლავრესთან დამოკიდებულებაში ამავე სისტემაში რეაქტიული სიმძლავრის შემოდინების გათვალისწინებით.

აგებულია შესაბამისი მრუდები კონკრეტულ შემთხვევებისთვის და ნაჩვენებია, რომ ანალიზის უფრო ფართო სპექტრით ჩატარების საფუძველზე, შესაძლებელია წინასწარ დაისახოს ადეკვატური ღონისძიებები ავარიული სიტუაციის დროული და ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით.




დავუბრუნოთ მდ. რიონი ქ. ქუთაისს

ა.გეწაძე
(საქართველო)

განხილულია რიონჰესის კომპლექსის მთლიანად ახლებურად განხორციელების ტექნიკური წინადადებები. ავტორის მიერ დამუშავებული სქემის შესაბამისად შესაძლებელია მივიღოთ სამი ჰესი ჯამური სიმძლავრით 55 მგვტ, მათ შორის, ერთი 35 მგვტ სიმძლავრის კაშხალიან მდებარე ჰესი და ორი ერთტიპური კალაპოტური ჰესი თითოეული 10 მგვტ სიმძლავრის. ამავე დროს, იკარგება გუმათჰეს-2-ის სიმძლავრის 15 მგვტ.

მოყვანილია რიონჰესის შემოთავაზებული სქემით განხორციელების პრაქტიკული რეკომენდაციები. მშენებლობის დაფინანსება შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნას ქ.ქუთაისის ინფრასტრუქტურით, ადგილობრივი ბიუჯეტითა და ენერგეტიკის ხაზით მოზიდული სახსრებით. ესკიზზე მოყვანილია განხილული სქემის პერსპექტიული გამოსახულება.

გამოქვეყნდა 24.06.2011 07:31
 
© 2022 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.