E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

ტრანსპორტი Печать E-mail
15.04.2014 16:51

თვლისა და რელსის დაზიანებისა და თვლის გორვის წინაღობის შემცირება

ი. თუმანიშვილი, თ. ნადირაძე, გ. თუმანიშვილი
(საქართველოს)

თვლის რელსზე გორვის წინაღობა ძირითადად დამოკიდებულია თვალსა და რელსს შორის ხახუნის ძალებზე. თვლის რელსზე ხახუნის გამო ენერგიის დანაკარგებმა შესაძლებელია წევაზე მოხმარებული ენერგიის 24%-ს მიაღწიოს, რაც ძირითადად იხარჯება ხახუნის ძალების დაძლევაზე, განსაკუთრებით მოსახვევებში. თვლისა და რელსის მძიმედ დატვირთული კონტაქტისათვის დამახასიათებელია ხახუნის ძალების ცვალებადობა, ვიბრაციები, ხმაური და სხვადასხვა სახის დაზიანებები. ამის გამო თვალსა და რელსს შორის აუცილებელია ხახუნის მართვა. ცვეთის, დაღლილობითი დაზიანებისა და პლასტიკური დეფორმაციების გამო დაზიანებების დაგროვება მნიშვნელოვნად ამცირებს თვლებისა და რელსების მუშაობის ხანგამძლეობას. ამიტომ თვლებისა და რელსების მუშაობის ხანგამძლეობისადმი და მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მრავალი ნაშრომია მიძღვნილი. თვლის რელსზე გორვისას თვლებისა და რელსების ქრიფი და ცვეთის ინტენსივობა დიდად არის დამოკიდებული მათი მოხახუნე პროფილების გეომეტრიაზე, ტრიბოტექნიკურ თვისებებზე და თვლისა და რელსის ერთმანეთის მიმართ მდებარეობაზე. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ხახუნზე ენერგიის დანაკარგები და მათ შესამცირებლად თვლის პროფილი არის შესწორებული.





თვლის ქიმისა და რელსის თავის გვერდითი ზედაპირის ხახუნის მოდიფიკატორების ექსპერიმენტული კვლევა

გ.ი. თუმანიშვილი, მ.თედოშვილი, ვ.ზვიადაური, გ.გ. თუმანიშვილი
(საქართველო)

თვლებისა და რელსების გორვის ზედაპირებსა და თვლის ქიმსა და რელსის თავის გვერდით ზედაპირს განსხვავებული თვისებები მოეთხოვებათ - გორვის ზედაპირებისათვის შედარებით მაღალი ხახუნის კოეფიციენტი და თვლის ქიმისა და რელსის თავის გვერდითი ზედაპირებისათვის შედარებით დაბალი და მათ ესაჭიროებათ შესაბამისი ხახუნის მოდიფიკატორები. თვლებისა და რელსების ცვეთის ინტენსივობის, ხახუნზე ენერგიის დანაკარგების, ხახუნის მოდიფიკატორით, ვიბრაციებითა და ხმაურით გარემოს დაბინძურების შემცირება ხახუნის მოდიფიკატორების ძირითად ფუნქციებად განიხილება. ნაშრომში გამოცდილია ეკოლოგიურად სუფთა ხახუნის მოდიფიკატორები გორვისა და ქიმისა და რელსის თავის გვერდითი ზედაპირებისათვის ხახუნის გორგოლაჭოვან სტენდზე. ექსპერიმენტულად დადგენილია ხახუნის კოეფიციენტბის ცვალებადობის დიაპაზონები, შესაბამისად, ანტიფრიქციული მოდიფიკატორისათვის 0.06–0.11, ხოლო ფრიქციული მოდიფიკატორისათვის 0.12–0.4; ერთხელ წასმული ხახუნის მოდიფიკატორის მუშაობის ხანგრძლივობა იყო 3000–12000 ბრუნი მოხახუნე ზედაპირებიდან მოცილებამდე.

 

გამოქვეყნდა 15.04.2014 18:32
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.